Just another happy blog user

Latest

summer

დადგა ნანატრი ზაფხული ^_^
ეს სულაც არ არის სკოლის მოსწავლის მიერ ნანატრი ზაფხული როდესაც დილის 9საათზე სკოლაში დაყიდება აღარ მოუწევს და იძლებით გაკვეთილების მომზადება საგნებში რომელთა მნიშვნელოვნების შესახებ მის ცხოვრებაში ჯერ ვერაფერი გაურკვევია
ეს სულაც არ არის სტუდენტის მიერ ნანატრი ზაფხული, როდესაც როგორც იქნა კიდევ ერთი კურსი მოიტოვა უკან და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლობდა ნანატრ ბაკალავრის დიპლომს

ეს არის ზაფხული გადაღლილი ერთდროულად ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტის, ორი რადიკალურად განსხვავებული პროფესიით ორ რადიკალურად განსხვავებულ ორგანიზაციებში მომუშავე 3წლის ვირიშვილის მშობლის, ანუ ჩემი :)

როგორც იქნა მოვიდა ზაფხული და ადუღდა ტვინიც
ერთდროულად ბაკალავრიატის მეორე კურსის გამოცდები, მაგისტრატურის დიპლომი, სამსახური და გადაღლილი და “დაბორინგებული” სიკვდილამდე ბავშვი.

მაგრამ მე მე არ ვიქნებოდი ეს ყველაფერი რომ არ გადამელახა და მე ეს შევძელი :)
ახლა ვზივარ და ვგეგმავ “თრიფს” ბათუმში უჯრაში მაგისტრატურის დიპლომით (რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ სიმბოლურია და არანაირ იურიდიულ ფასეულობას არ წარმოადგენს).

ცოტა ფულიც გავაკეთე სამსახურშიც და ახლა მზად ვარ დავისვენო (ორი კვირით მაგრამ მაინც ხო დასვენებაა).

დიპლომის დაცვაზე კარგად გავერთე >_< მეორე გამოვედი მე კიდევ კარგი თორემ ვერც ერთ ჩემ კურსელს ვერ მოვუსმენდი :(
გავიგე უამრავი საინტერესო რამ ჩვენი ძვირფასი ქვეყნის შესახებ, რადგან ჩვენ სწორედ აქ ვაწარმოებდით კვლევებს
იყო ახალი აღმოჩენებიც და ფაქტებიც, რომელიც ყოველთვის ვიცოდით, მაგრამ ემპირიული მასალა არ არსებობდა აქამდე,ახლა კი ნამდვილად ვიცით რომ ეს ასეა. მაგალითაც, ის რომ საქართველოში (და არამარტო) თუ გინდა, რომ წარმატებული იყო კარიერაში უნდა გქონდეს მაღალი მიღწევაზე ორიენტაცია და დაბალი გულახდილობა. რათქმაუნდა ეს ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ ახლა უკვე კვლევითაც დავამტკიცეთ, რომ დღეს საქართველოში მაღალ თანამდებობებს იკავებენ მატყუარა სკამის ხამები :) რა კარგად ჟღერს ^_^ (იმედია არავის ეწყინება;) )

მოკლედ ჩვენ კი კარგი საქმე გავაკეთეთ მაგრამ რამდენად დაგვიფასდება ეგ ჯერ არ ვიცით იმიტო რომ ძირითადად ჯავახიშვილის მაგისტრების დიპლომებს ერთი ბედი აქვთ – თაროზე დება და მტვრის დიდი ფენა ზედაპირზე :(
თუმცა ჩვენ ვართ თაობა, რომელსაც რევოლუციის შემდგომ თაობას გვიწოდებენ ამიტომ არ დავნებდებით ბოლომდე ვიბრძოლებთ და ჩვენი სახსრებით ჩვენს სიტყვას ხმამაღლა ვიტყვით თუნდაც ადამიანური რესურსების მართვის სფეროში ^_^
ჩვენ ვართ 21ე საუკუნის ქართველი HRMები და ჩვენ მოვიხდით ჩვენს ვალს ჩვენი სამშობლოს წინაშე !!!!
ღმერთო რა კარგად ჟღერს :D
წავედი ახლა ბარგი ჩავალაგე და ბათუმისკენ ჰერი-ჰერი, კარგად უნდა დავისვენო, რადგან სექტემბრიდან ახალი მისია მელოდება, რომელსაც, თუნდაც წვალებით, მაგრამ მაინც შევასრულებ ისევე როგორც შევასრულე 2009-2011წლების მისია ;)
love ya all <3

This slideshow requires JavaScript.

ჩემი დიპლომი

დიდი ხანია არაფერი დამიწერია ამ საცოდავ ბლოგზე რომისთვისაც საერთოდ ვერ ვიცლი არადა წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მიყვარს წერა ^_^ ხოდა ეხლა გადავწყვიტე იმ ერთ-ერთი მიზეზის შესახებ დავწერო რომელიც იწვევს ჩემს მოუცლელობას…

წელს მაგისტრატურას ვამთავრებ და შესაბამისად დიპლომი მაქვს გასაკეთებელი. ბავშვობაში ეს ფრაზა რომ მესმოდა ხოლმე ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა დიპლომის კეთება რადგან მეგონა ეს უბრალოდ ფურცელი იყო რომელზეც ეწერა დიპლომი გადაეცა ამსა და ამას და მორჩა… თურმე სად ვბანაობდი :(

მოკლედ თვალები დავითხარე ინერნეტში მასალის ქექვით და ტვინი მეჭყლიტება ფიქრისაგან და დაგეგმვებისაგან. აღარაფერს ვამბობ იმაზე ფიქრზე საიდან მოვიპოვო ის რესურსები რომელიც მჭირდება ამ დამპალი დიპლომის გასაკეთებლად იმიტომ რომ ეს საქართველოა და ბიბლიოთეკა კი არა მაღაზიაში ვერ იყიდი ნორმალურ წიგნს ერთადერთი წყარო ინტერნეტი და ფასიანი საიტებია რომლის ფულიც მე არ მაქვს :) რა ვქნა ერთი საცოდავი თესეუს სტუდენტი ვარ :)

ეს რაც შეეხებოდა ჩემს საცოდაობას :) რაც შეეხება კარგ მხარეს ამ ყველაფრის ის არის რომ როგორც იქნა ვაკეთებ იმას და მხოლოდ იმას რაც მე მაინტერესებს მომწონს და მახარებს ^_^ ჩემი დიპლომის თემაა:

აღმოსავლური და დასავლური კულტურების შრომის ორგანიზაციის შედარებითი ანალიზი და ქართულ კულტურაში შრომის ორგანიზაციის პრიორიტეტული ფორმების ჩამოყალიბება.

ვუჰუუ ამას თქვენ კი არა მეც ვერ ვიმახსოვრებ თუმცა თქვენგან განსხვავებით მესმის მაინც რა არის :) ნუ მარტივი ენით რომ ავხსნა ვცდილობ შევქმნა საქართველოსთვის იდეალური შრომის ორგანიზების მოდელი. შრომის ორგანიზებაში იგულისხმება ყველაფერი რაც ორგანიზაციაში პერსონალის მართვას ეხება იქნება ეს შერჩევა-დაქირავება, ტრენინგები, წახალისების სისტემები, ანაზღაურება და ა.შ. და ა.შ. მოკლედ ყველაფერი :) რატომ ვცდილობ ამას? იმიტომ რომ საქართველოშ მსგავსი არაფერი არსებობს. ყველა ორგანიზაციაში ის ხდება რისი საშუალებაც აქვთ ადამიანური რესურსების მენეჯერებს; იქნება ეს ცოდნა მიღებული საქართველოში, საზღვარგარეთ თუ ის რის უფლებასაც აძლევს მას ხელმძღვანელობა :( თუმცა ამ შეზღუდულ რესურსებსაც არ იყენებენ ბოლომდე სამწუხაროდ ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ქართული სიზარმაცის ამბავია. ცოდნას რაც შეეხება საქართველოშ მსგავს ცოდნას მხოლოდ ჯავახიშვილში მიიღებ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და უდიდესი დანაშაულია ჩემის აზრით კავკასიის უნივერსიტეტის და აწ უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები რომ აყავთ მსგავს თანამდებობაზე. რაც შეეხება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას რაც მსგავსია საქართველოშ მიღებული ცოდნის უბრალოდ ხარისხია განსხვავებული ის მხოლოდ ერთგვაროვანია ანუ დასავლური თეორიების დასწავლას გულისხმობს. შედეგად პრაქტიკაში მისი პირდაპირი გამოყენება არის ის პრობლემა რამაც ადამაწყვეტინა მე დიპლომის თემა.

ჩვენ არ ვართ ევროპა, ჩვენ არ ვართ აზია, ჩენ ვართ საქართველო :) ძალიან პატრიოტულად კი ჟღერს მაგრამ სინამდვილეში უამრავი პრობლემა მოჰყვება ამ ფრაზას :) ჩვენ ვართ ევრაზიის გასაყარზე მდებარე პოსტსაბჭოური განვითარებადი ქვეყანა და თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა სირთულე დევს ამ დახასიათებაში ჩვენი საყვარელი ქვეყნის. ხოდა მოკლედ მე გადავწყვიტე დავეხმარო ჩემს ქეყანას და შევუდექი საქმეს. ავიღე დასავლური და აღმოსავლური კვლევები, ანუ რა სირთულეებია ამ მხარეებში, როგორ წყვეტენ ამ სირთულეებს, რა მეთოდებს იყენებენ, რას უნდათ რომ მიაღწიონ, ვის ბაძავენ ვის არ ბაძავენ და ა.შ. მოკლედ ყველაფერი შრომის ორგანიზების შესახებ. დასავლეთის ქვეყნებიდან ავიღე შტატები და ბრიტანეთი (ზოგჯერ გერმანიით ვცვლი) ხოლო აღმოსავლეთიდან რაღათქმაუნდა იაპონია :) გადავწყვიტე ამ სამ ქვეყანას შევადარო ჩემი ქვეყანა, რათქმაუნდა ორგანიზაციული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და შემდეგ შევკრა ერთი მოდელი, რომელიც ყველაზე ადეკვატური იქნება საქათველოსთვის,ანუ ამოვკრიბო ყველაფერი ჩვენთვის კარგი ამ სამი ქვეყნის მოდელებიდან და მოვახმარო ჩვენ ქვეყანას.

ამას აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე ევრპაც და აზიაც და ჩვენი დროც დადგა. არ შეიძლება მხოლოდ დასავლეთს უყურო იმიტომ რომ გინდა რომ ევროპას ეკუთვნოდე და არ შეიძლება მხოლოდ აზიას უყურო იმიტომ რომ ინდური ფილმები და იაპონური ტექნიკა მოგწონს და გინდა ეგეთი გქონდეს შენც. მთავარია იცოდე შენ ვინ ხარ და შენ ქვეყანას და ხალხს რა სჭირდება და აი მერე დაეტყობა პროგრესი ჩვენს ქვეყანას და მერე დავემსგავსებით რამეს და იქნებ იაპონიასავით მისაბაძი მაგალითიც გავხდეთ სხვა დიდი ქვეყნებისათვის.

ალბათ ფიქრობთ ერთმა საცოდავმა ჯავახიშვილის სტუდენტმა თავისი ტილიანი დიპლომით რა უნდა ქნასო. ზოგი იტყვის ამ მთავრობის ხელშ არაფერი გვეშელებაო, ზოგი ხალხს დააბრალებს რამეს. რათქმაუნდა მე მარტო ვერაფერს ვიზამ მაგრამ სამაგიეროდ მე მყვანან ადამიანები გვერდით რომლებიც ჩემნაირად აზროვნებენ ზუსტად და ჩემნაირად შესტკივათ ამ ქვეყანაზე გული. სწორედ მათი დახმარებით ვაპირებ რამე მნიშვნელოვანს მივაღწიო ჩემი პროფესიის მეშვეობით რადგან იაპონიამ სწორედ ადამიანური რესურსებით დაიწყო თავისი აღორძინება და დროა ჩვენც მივხედოთ ამ სფეროს:)

თქვენ არ ვიცი და მე ამ პოსტით მოტივაცია მოვიმატე და ენერგია დამიბრუნდა კვლავ შევძვრე ჩემს ლეპტოპში და გავაგრძელო ჩემთვის ძალიან დიდ და მნიშნელოვნ საქმეზე მუშაობა :)

დროებით :*

T_T

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რა დალოცვილ ქვეყანაში ვცხოვრობ მიუხედავად იმისა, რომ არაფერი გვეშველება კიდევ დიდი ხანი მაინც მიხარია რომ ქართველი ვარ. ყოველთვის ვიძახდი იაპონელად რატომ არ გამაჩინა, რატომ ვძულვარ ღმერთს ესე მეთქი მაგრამ თურმე როგორ ვყვარებივარ :(

მოკლედ მარტო ფაცებოოკი არ ტირის ბლოგებიც ატირდნენ, რადგან ჩემს იაპონიას დიდი გასაჭირი დაატყდა თავს :(

მაგათზე შრომისუნარიანი, თავის ქვეყანაზე შეყვარებული და უნიკალური ერი მე მეორე არ ვიცი. მაგათ მივუძღვენი მთელი ჩემი ცხვორება და კარიერა. მე მათი მშურს სულით ხორცამდე. მაგრამ ერთი ნაკლი ნამდვილად აქვთ…. დამპალი გეოგრაფიული მდებარეობა. სეისმურ ზონაში ცხოვრება ნამდვილად არ არის სახარბიელო და მითუმეტეს კიდევ კუნძული რომ ხარ და ოკეანე რომ გაქვს გარს შემორტყმული :( რამდენიმე წუთში ქუჩები რომელზეც უკვე რობოტები მოძრაობენ წყალმა დაფარა და გემები, სახლები, მანქანები და სხვა ტექნიკა ერთმანეთში აითქვიფა თითქოს ვიღაცამ დიდი სალათის კოვზებით ამოურიაო. ვუყურებდი კადრებს და ფანტასტიკური ჟანრის ფილმის სპეცეფექტები მეგონა.

ამ დროს მესმის რომ იაპონიაში პანიკა არ არის….

მიუხედავად რამდენიმე წუთშ ერთხელ ბიძგებისა, ცუნამის ახალ-ახალი საშიშროებებისა და რადიაციული დასხივების საფრთხილა იაპონიის მოსახლეობა მშვიდად ცდილობს დაზარალებულებს დაეხმარონ, მოემზადონ მოსალოდნელი საფრთხისთვის და უაზრო პანიკით უარესი კატასტროფები არ გამოიწვიონ. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი მათ უნიკალულობაში :(

მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ფაცებოოკის მეგობრებს ჩათში ერთანეთისგან ვეღარ ვარჩევ რადგან ერთანირი პროფილის სურათები უყენია ყველას იაპონიის დროშის გამოსახულებით, მიუხედავად იმისა, რომ ბლოგერების გასართობი თემა გახდა ქართული ინტერნეტ გლოვა, მაინც ძალიან მიხარია, რომ ქართველებს თავის თავის გარდა თურმე სხვათა უბედურებაც აწუხებთ და ინტერნეტი იქნება თუ საელჩოსთან ყვავილების მიტანა ამ თავის წუხილს გამოხატავენ.

ამიტომ შურიანო უსაქმურებო ტრაკი დააყენეთ და თავი გაგვანებეთ

შეგვტკივა გული და გამოვხატავთ ამას და არავის საქმე არაა რა სახით გამოვხატავთ ამას. ჯასტინ ბიბერმა თუ მილიონი გადარიცხა ეს დასაფასებელია და არა დასაცინი. ობამამ თუ მწუხარება გამოთქვა ესაც საქებია და არა დასამადლებელი “რომ ბომბავდი ჰიროშიმა-ნაგასაკის მაშინ რატომ არ წუხდიო” და კიდევ სხვა მრავალი შემთხვევა, როდესაც არ გვსიამოვნებს სხვების მიერ უცხო ქვეყნისადმი მწუხარების გამოთქმის მცდელობა.

შენ თუ არ შეგიძლია გეცოდებოდეს სხვა მაშინ დააცადე სხვას იყოს ჰუმანური >_<

 

and GOD BLESS JAPAN T_T

ქალი

არა იმიტომ რომ ქალი ვარ ანდა იმიტომ რომ ფემინისტი ვარ არც იმიტომ რომ ნარცისი ვარ და მიტუმეტეს იმიტომ არა რომ ბი ვარ მაგრამ რა ვქნა არ შემიძლია არ ვთქვა რომ ქალზე უნიკალური არსება ცოცხალი ორგანიზმების სამყაროში არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ქალი ღმერთისთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი საკოლექციო ექსპონატია.

მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში წერია ღმერთმა ქალი იმიტომ შექმნა რომ კაცი მოწყენილი არ ყოფილიყოო სინამდვილეში ქალები უფრო კარგად ვერთობით მამაკაცებით ვიდრე ისინი ჩვენით. ნუ ეს ალბათ იმიტომ, რომ ბიბლია კაცის დაწერილია და ღმერთიც კაცია ალბათ ^_^

ქალებს ნაკლებად გვიყვარს ჩვენს პრივილეგიებზე და უპირატესობებე საუაბრი (კაცებისგან განსხვავებით) იმიტომ რომ უფრო მეტად ვართ საკუთარ თავში დარწმუნებულები და არ გვიყვარს ციცინათელებივით ნათება. ჯუნგლების კანონია რაც უფრო გამოირჩევი გარემოში მით უფრო ადვილი შესამჩნევი ხარ მტაცებლებისთვის ^_^ მაგრამ ფემინისტები ესე არ ფიქრობენ. მათთვის არ იყო საკმარისი ხმის უფლების და პროფესიის არჩევის თავისუფლების მოპოვება და მეტი მოითხოვეს. ფიქრობენ რომ იჩაგრებიან და დაცვა სჭირდებათ სახელმწიფოსგან >_< ხოდა ეს ყველაფერი იმის გამო დავწერე რომ მეთქვა: დღეს 8 მარტია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ^_^

საქართველოშ ეს დღე საერთოდ რატომ აღინიშნება არ ვიცი ხომ გვაქვს დედის დღე ქართველებისთვის ქალი და დედა ერთი ცნებაა და დღესასწაულები რატომ განაცალკევეს ვერ ვხვდები თუმცა არც ესაა რთული მისახვედრი, რადგან საქართველოშ კვირაში 6 დღე დასვენების დღეებია და ერთიც კვირაა ანუ ისევ დასვენების დღე >_> მერე ეკონომიკა რა დღეშიაო წუწუნებს ხალხი ^_^

მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოში ქალები არც ისე დაჩაგრულები არიან. საერთოდაც ქართველებს ყველაზე უნიკალური ქალები ვყავდნენ ოდითგანვე. ქართველი ქალი არაფრით ჩამოუვარდებოდა სპარტელ ქალს. ერთმა არაჩვეულებრივმ პიროვნებამ მითხრა ერთხელ “ქართველი ქალი ძუძუს იჭრიდა, რომ ხმლის მოქნევაში ხელი არ შეშლოდაო”. კაცი რომ ბრძოლის ველზე მიდიოდა ქალი რჩებოდა კაციც და ქალიც ოჯახში. მას თოხიც უნდა ჭეროდა ხელში და იარაღიც, რომ ოჯახი და კარმიდამო დაეცვა. ქალის სიმბოლო ვეფხვი იყო. ვეფხისტყოსანში ქალი ნაზი სულაც არ არის დახატული. ის აგრესიული, სექსუალური და ცეცხლოვანია. ის არ ტირის და დეპრესიული სულაც არ არის. და რაც მთავარია კაცით იატაკს წმინდავს (სამაგიეროდ კაცები სულ ტირიან:) ). მოკლედ ქართველი ქალის ხატი წარსულში მე ძალიან მომწონს და აღმაფრთოვანებს. მაგრამ მერე მოვიდნენ რუსები და წაგვიყვანეს ევროპაში. და აჰა თქვენ ევროპა. ჩაიცვეს ფუშფუშა კაბები, გაირჭვეს პაპიროსი პირში და დაიწყეს ჩაის და ყავის სმა :D ნუ ეს ხუმრობით რათქმაუნდა. მაგრამ შეცვლით მართლა შეიცვალა ქართველი ქალი 19-20 საუკუნეში. თან იმდენადაც ვერ შეიცვალა მთლად რუსი და ევროპელი გამხდარიყო რადგან გენი და სისხლი თავისას შვებოდა გულით ის მებრძოლი რჩებოდა. ევროპამ და რუსეთმა კი ოჯახის კულტი შემოიტანა. ქალი სამზარეულოში სწორედ მაგათმა ჩაუნერგეს ქართველ ქალებს და მოხდა უბედურება: ქართველი ქალი გიხლიჩა დანაკუწდა და მერე არასწორად შეერთდა ^_^ მივიღეთ შედეგად ოჯახის დიასახლისი მებრძოლი ბუნებით :) ფქვილშ ამოსვრილი ხელებით დაჯდება ქართველი დიასახლისი ტელევიზორთან და სერიალების შემყურე შესტირის დაკარგულ ახალგაზრდობას და თავისუფლებას თითქოს ვინმემ რამე დააძალა. ქალებს ისაც კი დაავიწყდათ როგორ უნდა უყვარდეთ, რადგან ქართველ ქალს კაცი “საგმირო საქმეებისთვის” უყვარდებოდა და ეხლა ევროპულ ყაიდაზე გადასულს კარგი ქმარი და მამა სჭირდება. მოძებნის ეგეთს მაგრამ არ აკმაყოფილებს ეგეთი, მერე აბრალებს ათას სისულელეს თავის უკმაყოფილებას და ორგაზმის განუცდელად ასრულებს თავის ხანმოკლე ცხოვრებას :) ეს ცოტა სევდიანად გამომივიდა მაგრამ რეალობა მწარეა რას ვიზამთ

ხოდა ამ 8 მარტს გამახსენდა ქალების მთელი უნიკალურობა განსაკუთრებით კი ქართველი ქალების და გული დამწყდა რატომ არ ვცხოვრობდი თამარ მეფის დროს ^_^

ეხლა კი ისღა დამრჩენია გავირჭო პირში პაპიროსი და კაცების წინააღმდეგ ბრძოლა გავაგრძელო იმ უფლებებისთვის, რომელიც ქართველი ქალებისთვის არც არავის წაურთმევია, მაგრამ ევროპის გავლენით ჩვენც ფემინისტობა მოგვინდა და იმ პრობლემებზე ვდარდობთ, რაც საერთოდ არ არსებობს საქართველოში.

8 მარტს გილოცავთ ქალებო <3

სიყვარული და ….

სიყვარული რა არისო აგდებული ქვა არისო….

ეს გამოთქმა ან არსებობს და გამახსენდა ან მეთვითონ მოვიგონე :) თუმცა არსი ნათელია…

გუშინ წმინდა ვალენტინის დღე იყო და შესაბამისად მთელი დღე სიყვარულზე ვფიქრობდი. ჩემსაზე, სხვებისაზე, ქართულზე, ფინურზე და ა.შ. მოკლედ ყველანაირ სიყვარულზე. დილით გამოცდაზე (აბაა გამოცდა მქონდა) რომ მივდიოდი ყურსასმენები კი მქონდა გარჭობილი, მაგრამ ერთი სიმღერა რომ დასრულდა, სანამ მეორე დაიწყებოდა რამდენიმე ფრაზას მოვკარი ყური, რომელიც ავტომობილის დინამიკებიდან ჟღერდა… არ ვიცი ვინ საუბრობდა ან რა რადიო იყო ფაქტია რომ გავიგონე “იმათ როგორც უნდათ ისე უყვარდეთ და მე ქართული სიყვარული მირჩევნია ყველაფერს და ქართველებს ქართულად უნდა უყვარდეთო”… გავიგონე და ჩავფიქრდი რა არის ქართული სიყვარული და საერთოდ რატომ აქვს სიყვარულს ეროვნება O_o

პირველი რაც თავში მომივიდა ეს არის 15-16წლის გოგოების “მოტაცება”, ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურს “სუფრას” მოყოლებული ერთ პოზაში სექსი და მერე ბოზებში წასული ქმარი. გოგო რათქმა უნდა ორსულადაა უკვე. ამას თუ ეძახოდა ის მამრი ქართულ სიყვარულს არ ვიცი და აქ მე სიყვარულის მსგავსს ვერაფერს ვხედავ :( მოკლედ რა მაგალითიც არ მოვიყვანე ნაცნობ-მეგობრების ცხოვრებიდან, ტელევიზორიდან თუ უბრალოდ გაგონილი ჭორებიდან ყველგან მოღალატე ქმარი და სასოწარკვეთილი დიასახლისები მეხატებოდნენ თვალწინ. როგორ მივედით ამ მდგომარეობამდე არ ვიცი რადგან ჩვენს კულტურაში არც ქალის კულტი ყოფილა და არც კაცის არასოდეს. დაჩაგვრაზე და თანასწორობაზე არასოდეს ყოფილა საუბარი, იმიტომ რომ ამის პრობლემა არც ყოფილა არასოდეს. წეს-ჩვეულებები ბლომად გვქონდა რათქმა უნდა ცალკე კაცთან და ცალკე ქალთან დაკავშრებით, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ ვინმეს უფლებები დარღვეული ყოფილიყო. ყოველშემთხვევაში ის უფლებები, რომელთა დასაცავადაც ფემინისტური რევოლუციები მოხდა. კვლავ ისმის კითხვა მაშინ რატომ ვართ ამ დღეში.

ერთადერთი რაც თავშ მომდის ეს გაუნათლებლობა და უსაქმურობაა. 24წლის გოგომ რა უნდა გააკეთოს საქართველოში არ მესმის. ან უნდა ისწავლოს, ან უნდა იმუშავოს ვირივით (თავისუფალი დრო საერთოდ არ ქონდეს), ან გათხოვდეს. იქიდან გამომდიანრე რომ განათლების სისტემა მკვდარია, უმუშევრობა პიკს აღწევს სუსტი ეკონომიკის გამო რჩება გათხოვება. ხოდა თხოვდება ყველა განურჩევლად ასაკისა, ეკონომიკური თუ სოციალური მდგომარეობისა.

გათხოვებაში ცუდი არც არაფერია თუ გიყვარს და მითუმეტეს თუ გინდა ^_^ მაგრამ ქართველებს კიდევ ერთი უბედურება ემართებათ: სიყვარულის უნარი ეკარგებათ და ერთ ადგილზე იყინებიან. აღარც უყვართ, აღარც უხარიათ… საერთოდ აღარაფერი აღარ უნდათ. ის კი არა 17წლის ასაკში გათხოვილები ქმარს თუ არ დაშორდნენ ისე არ უნდებათ სწავლა, კარიერა საკუთარი ცხოვრება. თითქოს ქორწინებით მთავრდება ყველაფერი. გაშორდებიან ქმრებს და იწყვიტავენ მერე თითქოს მანამდე აკავებდა ვინმე. მარტოელა დედები უფრო აქტიურები არიან ვიდრე ქალები, რომელთაც სახლში დედამთილდეიდანად ყველა ეხმარება, ზოგჯერ შვილებიც არ ჰყავთ ფულიც დავზე აყრიათ და ყველაფერი. ზიან მთელი დღე ან ფორუმ.გე-ზე და “სახისწიგნზე”, ან კიდევ უფრო უარესი მეზობლებთან პირში სიგარეტით და ნალექიანი ყავით მაგიდაზე. ჭორაობენ სხვის ცხოვრებაზე და თავისზე აღარც ფიქრობენ საერთოდ. ან ქმარს აბრალებენ, ან მულს და მაზლს და უფრო ხშირად დედამთილს. საწყალი დედამთილები >_>

მოკლედ ამ სიყვარულის დღის მეორე დღეს აღარ გვინდა ამდენ სევდიან რამეზე ფიქრი. ან გათოვდით და ბედნიერები იყავით და ან ნუ თხოვდებით ბლინ ! მარტოები არასოდეს იქნებით საქართველოში მარტოხელა კაცი უფრო მეტია სტატისტიკურად ვიდრე ქალი ;) და თუ არ გათხოვდით არც ეგაა პრობლემა მარტო არც მაგ შემთხვევაში იქნებით. უბრალოდ უნდა იცოდეს ყველამ სიყვარული რას ნიშნავს და რამხელა სიამოვნების მიღება შეგიძლია როცა გიყვარს.

სიყვარულს, რომელიც იწყება ინტერესით, გრძელდება ვნებით, ფლირტით და სხვადასხვა “თამაშობით” დასასრული არ უნდა ქონდეს იმ შმეთხვევაშიც კი როდესაც ეს ყველაფეირ გაივლის და ორი ადამიანი ერთად ყოფნას აღარ მოისურვებს. ის ან ოჯახური სიყვარულით უნდა გააგრძელო ან ტკბილ მოგონებად დაიტოვო. მე მიხარია, რომ მსგავსი გამოცდილება მაქვს და ტკბილად მახსოვს ჩემი წარსული (გამონაკლისი ჩემ ცხოვრებაშიც არსებობს). როდესაც დავბერდები ჩემ შვილიშვილებს მოვუყვები ბედნიერების ისტორიებს. სულაც არ მინდა უკან გადმოხედვისას ცხოვრებაში ტანჯვა და წვალება დავინახო მარტო იმიტომ, რომ ქმარი არ მიყვარდა და მაინც მასთან ვიყავი ძალიან უაზრო მიზეზების გამო.

ადამიანი თავად არის საკუთარი ბედნიერების არქიტექტორი. არც ეროვნებას, არც ოჯახს, არც მშობელ დედასაც კი არ აქვს უფლება ჩაერიოს ამ მშვენებლობაში და დიზაინი შეცვალოს ;)

იყავით ბედნიერები

მიყვარხართ ყველა <3

 

NANA

როგორც იქნა დრო გამოვნახე აქ დასაწერად თუმცა ძალიან არ მომწონს ის მიზეზი რამაც აქ შემომიყვანა და ეს პოსტი დამაწერინა…….

პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს კარგ მეგობარს ნანას

ნანა 19წლის იყო ჭკვიანი იყო ნიჭიერი მონდომებული და რაც მთავარია უზომოდ საყავრელი

მაგრამ ერთხელაც დაიძინა და აღარ გაიღვიძა

ამ ფრაზას ხშირად მოხუცებულ ადამიანებზე წერენ ხოლმე დაიძნა და აღარ გაიღვიძაო ნანა კი მხოლოდ 19წლის იყო

რა არაჩვეულებრივიც იყო თვითონ მისი სიკვდილიც ასევე უჩვეულო იყო არავინ იცის რა მოხდა (ექსპერტიზის შედეგს ველოდებით)

ეხლა კი მინდა ცოტა ნანას შესახებ მოგიყვეთ

როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ანუ კვირა დღეს უნიერსიტეტმა სტუდენტებთან შეხვედრის დღე თუ რაღაც მსგავსი მოაწყო

მთელს უნივერსიტეტში კი ვიცნობდი რამდენიმე კაცს მაგრამ ამ 18წლის ბავშვებში მხოლოდ ერთი იყო ჩემი ნაცნობი

ხოდა დავდექით მე და გოლდენა (ჩემი ერთადერთი ნაცნობი) კუთხეში ჩვენთვის ჩუმად თუმცა ვინ გაცალა… აღმოჩნდა თურმე მონიკას ვიცნობდით (ვირტუალურად) მონიკას რომ იცნობ ეს სულაც არ ნიშნავს უბრალოდ ერთ ადამიანს იცნობდე…

მონიკამ დაიწყო მთელს პირველ კურსზე გაკითხვა ვინ აბარებდა იაპონურზე და ესე ვიპოვეთ ნანა…

ნანა იაპონიაზე შეყვარებული, ნაზი ღიმილის პატრონი, მშვიდი და ზრდილობიანი ბავშვი იყო (მითუმეტეს მონიკას ფონზე ^_^)

ის საღამო ჩვენს კამპანიაში გაატარა და უნივერსიტეტის შენობაც ერთად დავტოვეთ.

სწავლა რომ დაიწყო მე და ნანა არც იაპონურზე მოვხვდით ერთ ჯგუფში, არც ინგლისურზე და არც სხვა დანარჩენ საგნებზე თუმცა დერეფანში ან კაფეტერიაში შეხვედრისას ის თავის ნაზ ღიმილს და ზრდილობიან გამარჯობას არ იშურებდა ჩემთვის. მოკლედ მე ნანა უკვე მიყვარდა <3

გავიდა ერთი სემესტრი და მე ნანასთან იაპონურის ჯგუფში აღმოვჩნდი სულ შემთხვევით. ლექტორების ცვლილება საშინლად მეწყინა მაგრამ ნანასთან და სოფოსთან ერთად სწავლა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო, ამიტომ ჩუმად დავჯექი ახალ ჯგუფში და სწავლას შევუდექი.

იცით ალბათ ბარდაგის შესახებ ჩემს ცხოვრებაში… ხოდა შესაბამისად სწავლა დიდად ვერ გამომდიოდა ყოველშემთხვევაში ისე, როგორც მე ეს მინდოდა მაგრამ მე ნანა  და სოფო მყავდნენ. სწავლობდნენ თან კი არ სწავლობდნენ აი სწავლობდნენ :D  მათ ისევე უყვარდათ იაპონია და იაპონური როგორც მე ამაში დარწმუნებული ვიყავი და ეს ცხოვრებას ბევრად მიადვილებდა ^_^

მას მერე ჩვენ ერთად ვიყავით…. იაპონიისადმი სიყვარულით გაჟღენთილები ^_^

ეს წელი რომ დაიწყო გული მისკდებოდა ჯგუფები კიდევ არ შეიცვალოს და კიდევ ნანას გარეშე არ დავრჩემეთქი მაგრამ გადავრჩი. გადავრჩი კიდეც და უკეთესიც მივიღე. პატარა მაგრამ კარგი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

ეს წელი კარგად დაიწყო… განსაკუთრებით ნანასთვის.

მისი ზრდილობიანი გამარჯობა თბილი და ტკბილი მეგობრული მისალმებით შეიცვალა ხოლო მორიდებული ღიმილი ყურებამდე გასული გაკრეჭვით ^_^ ცოტა ხანში მე როგორც დიდმა ფსიქოლოგმა თუმცა ამას ფსიქოლოგის დიპლომი სულაც არ სჭირდებოდა დავასკვენი რომ ნანას მარტო ჩვენ კი არ შევუყვარდით განსაკუთრებულად ამ წელს არამედ მას გულის სწორიც გამოუჩნდა. ნანა შეყვარებული იყო <3

მთელი სემესტრი სიცილ-ხარხარში, ბოდიალში და ლაქლაქში გავატარეთ. ბოლოს ლექციების მერე “ჩაიპიწიის” ტრადიციაც კი დავნერგეთ ^_^ ვწერდით შაირებს, სონეტებს (ლექტორი გვავალებდა ჩვენით არა:) ) მოკლედ ერთი სიტყვით კარგი მეგობრები ვიყავით. მე კვლავ ვიგრძენი ის სითბო და სიმხნევე რასაც ვგრძნობდი ჯავახიშვილის პირველ კურსზე ჩემს გოგოებთან დაახლოებისას. ბავშვობა დავიბრუნე და საშინლად მიხაროდა. მწარე რეალობის პრობლემები მე არ მეხებოდა უკვე. უნივერსიტეტი იყო ის ადგილი სადაც მისვლა მიხაროდა.

ყველაზე მეტად მიხაროდა, რომ ნანა იყო ჩემს გვერდით. ის ჭკვიანი და აქტიური ბავშვი იყო. უყვარდა ხელოვნება, მუსიკა. ბოლოსდაბოლოს HIMს უსმენდა. ეს არ იყო უბრალო დამთხვევა ეს იყო კარმა ^_^ მე მეგონა ჩემს მეორე სტუდენტობას ამ ბავშვთან ერთად გავატარებდი, მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ჩემი კარმა…..

11 იანვრის საღამოს სოციალური ქსელი ჰიროშიმას და ამერიკის გმობას დავუთმეთ მე და ნანამ. ცხარე კამათი გავმართეთ, ხალხი ავაფორიაქეთ. ჩვენ ცალკე სკუპეში ვჭორაობდით ერთ დღეს ამოსაწყვეტ კაცობრიობაზე ^_^ ბოლოს ღამის ორ საათზე ნანამ თავისი “true self” დაიბრუნა – მეცადინეობა უნდა დავიწყოო ვენის კონგრესი უნდა წავიკითხოო და დამტოვა. არ გავუშებდი რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო ჭორაობა იქნებოდა, მაგრამ არ ვიცოდი….

12იანვარს იაპონურის გამოცდა გვქონდა. შევუწუხეთ ნანას ტვინი. მან იროშიმაში დაღუპულთა პატივსაცემად 5წუთიანი სიჩუმეც კი მოგვთხოვა. მაგრამ ჩვენ ნანას იმედზე ვიყავით ამიტომ დავიკიდეთ ჰიროშიმა ^_^ გამოცდიდან დაღლილები მაგრამ გადასარევ განწყობაზე გამოვედით. წინ ბოლო გამოცდა გველოდა და უკვე მის თემებს ვიხილავდით.

იმ საღამოს და მეორე დღეს მეგობრებს ერთმანეთისთვის აღარ გვეცალა…. 13იანვარი მეცადინეობაში გავატარეთ. არც ძველით ახალი წელი გვახსოვდა, არც ერთმანეთი. დიპლომატიის ისტორიას მივუძღვენით საღამო…

დილით გამოცდის დაწყებიდან 15-20წუთის მერე უკვე შევატყვე, რომ რაღაც მაკლდა…. საკმაოდ დიდ და მოუხერხებელი ფორმის, სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში მე ნანა ვერ დავინახე… ერთი ორი ვიკითხე მეთქი ნანა სად არის მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა. 1 საათი არ იყო შესრულებული გამოცდიდან გამოვედი … პასუხი ისევ არავინ იცოდა ჩემს შეკითხვაზე. სოფოს გამოცდიდან გამოსვლის მომენტიდან იწყება ჩვენი პანიკა სახელწოდებით “ნანა სად არის”.

დილის პირველი საათიდან საღამოს 7-8 საათამდე ჩვენ ეს ვერ გავიგეთ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ვარჩევდი საერთოდ არ გამეგო, მაგრამ მაინც დამირეკეს და მითხრეს… რა მოხდა ეხლაც არ ვიცი… ან რა აზრი აქვს მაგის ცოდნას მაგრამ მურტალი რამეა ადამიანის ფსიქოლოგია. გულზე მოეშვება ხოლმე მიზეზს რომ გაიგებს…

ჯერჯერობით გულზე დიდიიი ლოდი მაწევს. ის ძალიან მძიმეა და საშინლად ცივი. ვერაფერს გულს ვეღარ უდებ. აღარც სწავლა მინდა, აღარც რაიმეზე ოცნება. ადამიანი რომელიც ოცნებოდა იმაზე რაზეც მე ეხლა მიწაშია… მე არ მინდა მიწაში…

მას მანგა და ანიმე უყვარდა სახელად NANA… თავისი თავი იმ პერსონაჟში დაინახა მაინცდამაინც, რომელიც თავქარიანი, დაუნი და უბედური იყო. მე ვეჩხუბე ეგ არ ხარმეთქი მაგრამ მას თავისი მიზეზი ქონდა – ბავშვური და საყვარელი. მას დაგლეჯილი ძველი გაცვეთილი თოჯინა ყავდა სახელად ნინო რომელიც მაგიდაზე ესვა ხოლმე.

მომენატრება მისი ჭკვიანური სტატუსები სოციალურ ქსელში… მისი ყველაფრისადმი უზომო ინტერესი.. მისი სიყვარული და თავისებური ხედვა ხელოვნების… მისი ზრდილობა, სინაზე, მისი სიკეთე. ზოგჯერ ვეჩხუბებოდი ეგეთი კეთილი არ უნდა იყომეთქი. მე რომ ვინმეზე ვიტყოდი რაიმე სიავეს, რაც არ უნდა იგივენაირად ეფიქრა თქმით მაინც არ იტყოდა, უბრალოდ სახეზე ვატყობდი, შუბლზე ეწერებოდა, გამჭვირვალე იყო….

ის ზედმეტად perfect იყო ამ სამყაროსთვის. ზედმეტად….

პატარაობაში ვინმე რომ კვდებოდა, მეუბნებოდნენ ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა და თავისთან მიყავსო… ღმერთო ჩვენც გვინდა საუკეთესოები ჩვენთან და რა ვქნათ ეხლა როგორ მოვიქცეთ?!

23წლის ასაკში ვცდილობდი 19წლის ბავშვს შევჯიბრებოდი, მისთვის მიმებაძა. მიმებაძა ნატვრის ახდენისათვის მონდომებაში და შრომაში მაინც….

მე მიყვარდა ნანა

იაპონიის ელჩთან სტუმრად <3

19 ივნისს 2010წლის წვიმიან დღეს როდესაც 4-ის ნახევარზე ერთმანეთს ხვდებოდა ჰოლანდიის და იაპონიის საფეხბურთო გუნდები რამდენიმე აზია-აფრიკის ინსტიტუტის სტუდენტმა ელჩის რეზიდენციაში ამოვყავით თავი. მე ხმამაღლა ვიძახი, რომ დროა შევწყვიტოთ ჩვენი მასპინძლობით ტრაბახი, რადგან ნამდვილი მასპინძლობა მე სწორედ ამ პაწუა ოჯახში ვნახე. ისაც ყოფნით რომ საქართველოში უწევთ ცხოვრება და ამ ყველაფრის ატანა და რატომღაც რატომ უნდა ყოფილიყვნენ ვალდებულნი ვიღაც სტუდენტები სახლში მოეპატიჟებინათ და გადაყოლოდნენ თავს >__> მოკლედ აღფრთოვანებული ვარ რა და კიდევ უფრო მეტად მიყვარს ისედაც სიგიჟემდე საყვარელი იაპონია <3

რა ხდებოდა რეზიდენციაში…

თავიდან წვიმისგან გაწუნწულები სახლში შეგვიყვანეს გაგვამშრალეს და სუფრასთან მიგვიპატიჟეს ^__^

მოკლედ ით უოზ დელიშუუუუუს :D მერე ელჩის მეუღლემ აგვიყვანა თავის ყველაზე საყავრელი ოთახში (ნუ იმას ოთახი არ ერქვა უფრო დარბაზს გავდა>__>) სადაც განლაგებული ქონდა თავისი თოჯინების კოლექცია. ეს იყო რაღაც Oo ყველა სურათს ეხლა ვერ დავდებ ნამდვილად მაგრამ აი უნდა წარმოიდგინოთ რა. ეს იყო დარბაზი მორთული ნაირნაირი თოჯინებით. ეს თოჯინები ბარბი და სუსანა კი არ იყო ან რომელიმე ძიშოვი თურქული იდიოტიზმი ან ამერიკული მარაზმი.  ეს იყო ნამდვილი იაპონური თოჯინების კოლექცია. თითოეულის ფასს აქ ვერ დავასახელებ უსაფრთხოების მიზნებით ^__^

მოკლედ გავრეკე კინაღამ მეთქი რამე მიქენით თორემ აქვე გავჭიმავ ფეხებს T__T მერე ელჩის ცოლმა თავისი ქორწილის სურათები გვანახა აი ამაზე კინაღამ ვიტირე უკვე. მე არ ვანახებ ვიღაცეებს ჩემი ქორწილის სურათებს და ელჩის ცოლი რომ ვიყო სტუდენტებს რატომ ვანახებდი არ ვიციიიი მოკლედ ეგ ქალი მინდა იყოს ჩემი მეორე დედა :)

მერე კი დავინახეთ ის…

ეს იყო ულამაზესი უმშენიერესი უგანსაკუთრებულესი რაღაც… ისე დავხამდით მასწავლებლიან მოსწავლიანად ყველანი ელჩის ცოლმა არც აცია არც აცხელა გადმოიღო და სათითაოდ ყველას ჩაგვაცვა T__T წმინდანია….

მე უკვე ვეღარასოდეს ჩავიცმევ მსგავს კიმანოს იმიტომ რომ გათხოვილი ვარ და სხვანაირი მინდა მაგრამ მორგებით დიდი სიამოვნებით მოვირგე მიუხედავად იმისა რომ ის 4 კილოს იწონის და უზომოდ ცხელია :)

ცოტა ვიმაიმუნეთ, ელჩის ცოლის სასაცილო ისტორიებიც მოვისმინეთ და ისევ ქვედა სართულზე დავბრუნდით სადაც მამაკაცები (ელჩი, მზარეული, ჩემი ლექტორი და ორადორი მამრი სტუდენტი) ფეხბურთს უყურებდნენ და ლუდს მიირთმევდნენ. იაპონია აგებდა და მზარეული საშინლად ნერვიულობდა. ჩემი ბოროტი ლექტორი ჰოლანდიას გულშემატკივრობდა ჩუმად, ერთერთ სტუდენტს კიდევ საერთოდ ტოტალიზატორში ედო ფული ჰოლანდიის მოგებაზე. მოკლედ ერთადერთი საყავრელი მზარეული გულშემატკივრობდა მხურვალედ იაპონიის ნაკრებს. ჩვენ ვცდილობდით მის გამხნევებას დანგრეული იაპონურით >__>

თამაში რომ დამთავრდა ელჩმა წრეზე სკამები დაგვალაგებინა დაგვსვა და აბა რაც გინდათ მკითხეთო გინდათ იაპონიაზეო, გინდათ ფეხბურთზეო და გინდათ ჩემზეო არ მოგერიდოთო. ჩვენც არ მოგვერიდა და ისევ დანგრეული იაპონურით ერთი-ორმა ბავშვმა კითხვა დაუსვა. პასუხები ხან დიპლომატიური ხასიათის იყო ხან სიმართლეც გამოირეოდა ზოგჯერ მწარე ზოგჯერ ტკბილი ^__^ მერე ისევ ცოტა წავიმაიმუნეთ და 4საათიანი სტუმრობის შემდეგ სამეფო სასახლიდან სოფელში დავბრუნდით, სოფელში რომელსაც ნუცუბიძის ქუჩა ქვია >__>

სებასტიან ალექსანდრეს ძე ბაქრაძე

სებასტიან ალექსანდრეს ძე ბაქრაძე დედით აბაშიძე

ეს ჩემი შვილია ^^

ესეთი იყო რომ გაჩნდა 2008წლის თოვლიან ღამეს 13თებერვალს ^^ დილა იყო უკვე  6საათი და მალე მზეც გამოვიდა ამიტომ თოვლიან გაჩენის მომენტში იყო ღამე მხოლოდ.

სებასტიანი ეს იყო ბავშვი რომელიც მთელი ერთი წელი დაბადებიდან იღიმოდა და მარტო შიმშილის გამო ტიროდა. ფეხი 9თვისამ აიდგა და ოჯახიც გადადგა. მაგრამ მოემატა ასაკი, გაეზარდა ციცქნა ტვინი და რაღაც რაღაცეების შენიშნვა დაიწყო. რაღაცეების გულთან მიტანა დასჩემდა, ხოლო მისდა სამწუხაროდ მის დედიკოს და მამიკოს ზუსტად მაშინ დაეწყოთ “ჩორნაია პალასა”.

რა ექნა სებასტიანს გახდა ნერვიული, ხასიათი გაუფუჭდა, აღარაფერს უჯერებდა აღარც დედიკოს და აღარც ბებიებს. ხან ოჯახის წევრებს ერჩოდა ხან ასევე ოჯახის წევრს, კატა მიას…

მერე დედიკომ ზღვაზე წაიყვანა თუმცა იქ უფრო გააბრაზეს დედიკო და სებასტიანსაც არც ისე კარგი არდადეგები მოუწყვეს. თუმცა ზღვა, რომელში შესვლისაც შეეშინდა ძალიან მოეწონა. თუმცა თბილისში დაბრუნებულს სიურპრიზი დაახვედრეს ბიძაშვილი კონსტანტინეს სახით, რომელმაც მას საყვარელი ურსულა ბიცოლა და ბევრი მანქანების მქონე ბიძა ლაშა წაართვა :(

მოვიდა ოქტომბერი დედიკომ სწავლა დაიწყო და სებასტიანი საბავშვო ბაღში მიიყვანეს. სახლში სიტუაცია დღითიდღე იძაბებოდა, ამიტომ სებასტიანს ბაღი მოეწონა. ამჯერად სახლი აღარ მოსწონდა ამიტომ მთელ აგრესიას ოჯახის წევრებზე ანთხევდა და სახლში ყველაფერს ანგრევდა. თუმცა როგორ მოეწონებოდა. ერთგან წავიდოდა და ყველა მას უყვიროდა. შეიძლება მას სულაც არ უყვიროდნენ და ერთმანეთს უყვიროდნენ, მაგრამ ბავშვისთვის ამას მნიშვნელობა არ ქონდა. მეორე სახლში წავიდოდა და იქ კოტა იყო გაბატონებული ვისღა ეცალა სებასტიანისთვის, თუმცა მას ბიძაშვილი მაინც ძალიან შეუყვარდა და ეხმარებოდა მათ მის მოვლაში <3

დედიკო კი სწავლოდა მამიკო კი ჯუჯუღუნებდა…

სებასტიანი 2 წლის გახდა…

თითქოს ბავშვის ცხოვრებამ დალაგება დაიწყო. დედიკო და მამიკო ახალ ბინაში გადასვლას აპირებენ. კოტაც წამოიზარდა და უფრო მეტს ეთამაშება. ბაღში მეგობრები გაიჩინა. დედიკოს არდადეგები დაეწყო და ბევრი დრო გაატარა სებასთან. თუმცა ეს ისე მოეწონა, რომ დედიკოს გაშვება აღარ მოინდომა…

ისევ სტრესი, ისევ მარტოობა… ყველაფერი რათქმაუნდა აგრესიის საშუალებით უნდა გამოვლინდეს სხვა გზა არ არის

ბაღში ბავშვები დაკბინა… ბებიასთან საჭმელს არ ჭამს … დედასთან ტანსაცმლის გამოცვლაზე აცხადებს უარს…  მოკლედ ყველასთან პოულობს ხერხს რომ აკივლოს და აწივლოს გარშემომყოფები…

ყველაფერი დედიკოს ბრალია…. ბავშვის არ ვიცი და ყველა დანარჩენი კი ეგრე ფიქრობს ნამდვილად… დედიკო ისევ ცუდ ხასიათზეა რათქმაუნდა ეს ბავშვისთვის უკეთესი კი არა ბევრად უარესიცაა… რა ქნას დედიკომ აღარ იცის… გადაიტვირთა ამდენი უნივერსიტეტი, ახალი ბინა, ჯუჯღუნა ქმარი, ჯუჯღუნა ნათესავები და რაც ყელაზე მთავარია სებასტიანი, რომელსაც ეს ყველაფერი მაგრად კიდია და მხოლოდ დედიკო უნდა ამ ქვეყანაზე. ნუ მხოლოდ არა მაგრამ პირველ რიგში. მერე უნდა სასრიალოზე სრიალი, მანქანებით თამაში და ბავშვებთან ერთად ეზოში სირბილი ^^

დედიკოს იმედი აქვს ორ თვეს როგორმე გადაიტანენ და მერე არდადეგებზე უკეთეს ზაფხულს მოუწყობს ვიდრე შარშან ქონდათ მაგრამ იქამდე ორი თვეა… მძიმე ორი თვე…

რა ქნან დედიკომ და სებასტიანმა არავინ იცის ყველა მხოლოდ ჯუჯღუნებს და დუდღუნებს >__<

ქართული TV

ბოლო დროს მასმედიის რა საშუალებასაც არ უნდა მიმართო ინფორმაციის მისაღებად ყველგან იმედის ლანძღვა გეჩითება…

მე პირადად საშინლად მომბეზრდა… იმის მაგივრად რომ ერთი გადაცემა აკრიტიკონ ნეტა მთელ ბუკეტს გადახედავდნენ უაზრო პროგრამების… ამას მოყვება კომენტარები აბა სხვა რა ვქნათ რეიტინგზე ვმუშაობთო და ამბები ხოდა საქმეც მაგაშია თქვენი მარკეტინგის განყოფილება რომ გავთელე ფეხქვეშ რომ არ მუშაობთ მასაზე!!!

არაფერს ვიძახი სერიალებზე აი მართლა დედას ფიცავარ იყოს ნუ რას ვიზამთ მაგრამ ეს ერთიდაიგივე ტოქშოუები როგორ არ ამოგივიდათ ყელში კაი იყოს პოლიტიკა ოღონდ რაღაც შეცვალეთ რა ცოტა ცივილიზებური სახე მისცენ

ამოვიდა ყელში

მთელი დღე ამ დამპალ ლეპტოპში ვარ შემძვრალი ზოგჯერ მინდა დავისვენო და გავიგო რა ხდება ჩემ საყვარელ საქართველოში და მის “მეგობარ” ქვეყნებში

ჩავრთავ ტელევიზორს…. დილის 12საათიდან რუსთავი2, მზე, იმედი- სულ სერიალები მერე კურიერები მერე ერთიდაიგივე ტოქშოუები და საბოლოო ჯამში ვზივარ და მთელი დღე ვუყურებ როკთივის – აი მაგარი არხია რა დედას გეფიცებით :) ერთიდაიგივე კლიპები გადის ყოველდღე მაგრამ მაგარია როკი რულზ : ეხლაც ეგ მაქვს ჩართული და ვტკბები ნიქელბექით რომელსაც ვერ ვიტან მაგრამ მაინც მისწორდება რადგან მარია-ტერეზა-ლუიზიანას მომაკვდავი ხმა არ მესმის როგორ უყვარს ხუან-ლუისალბერტო-სანტიაგო და ამ უკანასკნელს როგორ მთელი გულით უყვარს ლუიზიანა-ტერეზა-მარია >__> ან ზაალ გისმენ…

ხოდა მოკლედ უყურეთ rockTV-ს ის გადაარჩენს ქართველ ერს… მართლა კი არა უბრალოდ ნერვებს გაუფრთხილდით რა ;)

მიყვარხართ ყველანი <3

და აუ იღადავეთ რა გუგლში რომ ჩავწერე ჯორჯიან თივი საქსმეთქი სურათებში რა ამომიგდო….

ohayo gozaimasu ^^

მოკლედ როგორც იქნა მეღირსა ბლოგერობა ეს კი იმას ნიშნავს რომ ჩემი ცხოვრება უკვე დალაგების სტადიაზეა ^^

რაც შეეხება ამ ჩემ პირველ ძვირფას პოსტს დავუთმობ ჩემი თავის და ბლოგის აღწერას ;)

მე ვარ ლიკო ^^ რატომ ლიკო აგერ უკვე 23წელიწადია ვეკითხები ხან ვის ხან ვის მაგრამ პასუხი ჯერაც ვერ მიმიღია

ზოგად ბიოგრაფიულ ცნობებს თუ გადავხედავ დავიბადე 1987 წლის ერთ თოვლიან ღამეს … 27 თებერვარი იყო ეგ ღამე და ჯერჯერობით დედაჩემს და მე ეგ დღე არ დაგვიწყევლია და თუ ვინმე წყევლის კიდევ დაეწყევლოს თავის დაბადების დღე :З

ხო წყევლა კრულვას რომ შევეშვათ გადმოვინაცვლებ აწმყოში და გეტყვით ეხლა რას წარმოვადგენ ^^

ვარ 23წლის სტუდენტი (უკვე მეორედ)

ერთხელ დავამთავრე დიადი ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის სპეციალობის შრომისა ორგანიზაციის განხრა >__> რას გვერჩოდნენ ცოტა ხნის წინ უბრალოდ ფსიქოლოგოები ვიყავით არადა ….

ეხლა ვსწავლობ თავისუფალ უნივერსიტეტში ყველას რომ ბენდუქიძის გონია იქ ;) დიპლომატიის ფაკულტეტია აღმოსავლეთის განხრით ხოდა მანდ ვარ იაპონურზე… ჯერ პირველ კურსზე ვარ ბაკალავრიატის… ვოტ ტაკ!

ხო კიდევ ჩემს უზომოდ საყავრელ ჯავახიშვილში მაგისტრატურაზე ჩავაბარე წელს და ვაგრძლებ იგივე სპეციალობაზე სწავლას რაშიც ბაკალავრის დიპლომი მაქვს….

ნუ ესეიგი ვგიჟდები განათლებაზე საუბარზე :p

ხო კიდევ ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული… მყავს ქმარი და ერთი შვილი <3

ბარემ cv-ს ბოლომდე შევავსებ და გეტყვით რომ ჩემი ჰობია კომპიუტერთან ჯდომა და არ გეგონოთ რომ ვჩეთაობ… ვთამაშობ ძირითადად ან ანიმეს ვუყურებ, ან მანგას ვკითხულობ, ან უბრალოდ ვმეცადინეობ რაცხას ^^

ხოდა ალბათ რთული გამოსაცნობი არ იქნება რას წააწყდებით ხოლმე ჩემს ბლოგზე… ეს იქნება ფსიქოლოგიის კონტექსტში დანახული ჩვენი გარემო და არამარტო ჩვენი …

ეს იქნება გლობალური და ვიწრო სფეროები… ოჯახური გარჩევები და მეგობრული ჭორები..

მოკლედ ყველაფერი ის რაც 23წლის ან მასზე პატარას შეიძლება თავში უტრიალებდეს და სურვილი ქონდეს თქვენც გაგიზიაროთ და გაგართოთ…

გპირდებით არ მოგაწყინოთ და საყვარელი მხიარული და საინტერესო ბლოგერი ვიყო ^^

yoroshku onegaishimasu ^^

Follow

Get every new post delivered to your Inbox.