NANA
როგორც იქნა დრო გამოვნახე აქ დასაწერად თუმცა ძალიან არ მომწონს ის მიზეზი რამაც აქ შემომიყვანა და ეს პოსტი დამაწერინა…….
პოსტი მინდა მივუძღვნა ჩემს კარგ მეგობარს ნანას
ნანა 19წლის იყო ჭკვიანი იყო ნიჭიერი მონდომებული და რაც მთავარია უზომოდ საყავრელი
მაგრამ ერთხელაც დაიძინა და აღარ გაიღვიძა
ამ ფრაზას ხშირად მოხუცებულ ადამიანებზე წერენ ხოლმე დაიძნა და აღარ გაიღვიძაო ნანა კი მხოლოდ 19წლის იყო
რა არაჩვეულებრივიც იყო თვითონ მისი სიკვდილიც ასევე უჩვეულო იყო არავინ იცის რა მოხდა (ექსპერტიზის შედეგს ველოდებით)
ეხლა კი მინდა ცოტა ნანას შესახებ მოგიყვეთ
როდესაც უნივერსიტეტში ჩავაბარე სწავლის დაწყებამდე ერთი დღით ადრე ანუ კვირა დღეს უნიერსიტეტმა სტუდენტებთან შეხვედრის დღე თუ რაღაც მსგავსი მოაწყო
მთელს უნივერსიტეტში კი ვიცნობდი რამდენიმე კაცს მაგრამ ამ 18წლის ბავშვებში მხოლოდ ერთი იყო ჩემი ნაცნობი
ხოდა დავდექით მე და გოლდენა (ჩემი ერთადერთი ნაცნობი) კუთხეში ჩვენთვის ჩუმად თუმცა ვინ გაცალა… აღმოჩნდა თურმე მონიკას ვიცნობდით (ვირტუალურად) მონიკას რომ იცნობ ეს სულაც არ ნიშნავს უბრალოდ ერთ ადამიანს იცნობდე…
მონიკამ დაიწყო მთელს პირველ კურსზე გაკითხვა ვინ აბარებდა იაპონურზე და ესე ვიპოვეთ ნანა…
ნანა იაპონიაზე შეყვარებული, ნაზი ღიმილის პატრონი, მშვიდი და ზრდილობიანი ბავშვი იყო (მითუმეტეს მონიკას ფონზე ^_^)
ის საღამო ჩვენს კამპანიაში გაატარა და უნივერსიტეტის შენობაც ერთად დავტოვეთ.
სწავლა რომ დაიწყო მე და ნანა არც იაპონურზე მოვხვდით ერთ ჯგუფში, არც ინგლისურზე და არც სხვა დანარჩენ საგნებზე თუმცა დერეფანში ან კაფეტერიაში შეხვედრისას ის თავის ნაზ ღიმილს და ზრდილობიან გამარჯობას არ იშურებდა ჩემთვის. მოკლედ მე ნანა უკვე მიყვარდა <3
გავიდა ერთი სემესტრი და მე ნანასთან იაპონურის ჯგუფში აღმოვჩნდი სულ შემთხვევით. ლექტორების ცვლილება საშინლად მეწყინა მაგრამ ნანასთან და სოფოსთან ერთად სწავლა ჩემთვის დიდი სიამოვნება იყო, ამიტომ ჩუმად დავჯექი ახალ ჯგუფში და სწავლას შევუდექი.
იცით ალბათ ბარდაგის შესახებ ჩემს ცხოვრებაში… ხოდა შესაბამისად სწავლა დიდად ვერ გამომდიოდა ყოველშემთხვევაში ისე, როგორც მე ეს მინდოდა მაგრამ მე ნანა და სოფო მყავდნენ. სწავლობდნენ თან კი არ სწავლობდნენ აი სწავლობდნენ
მათ ისევე უყვარდათ იაპონია და იაპონური როგორც მე ამაში დარწმუნებული ვიყავი და ეს ცხოვრებას ბევრად მიადვილებდა ^_^
მას მერე ჩვენ ერთად ვიყავით…. იაპონიისადმი სიყვარულით გაჟღენთილები ^_^
ეს წელი რომ დაიწყო გული მისკდებოდა ჯგუფები კიდევ არ შეიცვალოს და კიდევ ნანას გარეშე არ დავრჩემეთქი მაგრამ გადავრჩი. გადავრჩი კიდეც და უკეთესიც მივიღე. პატარა მაგრამ კარგი ჯგუფი ჩამოყალიბდა.
ეს წელი კარგად დაიწყო… განსაკუთრებით ნანასთვის.
მისი ზრდილობიანი გამარჯობა თბილი და ტკბილი მეგობრული მისალმებით შეიცვალა ხოლო მორიდებული ღიმილი ყურებამდე გასული გაკრეჭვით ^_^ ცოტა ხანში მე როგორც დიდმა ფსიქოლოგმა თუმცა ამას ფსიქოლოგის დიპლომი სულაც არ სჭირდებოდა დავასკვენი რომ ნანას მარტო ჩვენ კი არ შევუყვარდით განსაკუთრებულად ამ წელს არამედ მას გულის სწორიც გამოუჩნდა. ნანა შეყვარებული იყო <3
მთელი სემესტრი სიცილ-ხარხარში, ბოდიალში და ლაქლაქში გავატარეთ. ბოლოს ლექციების მერე “ჩაიპიწიის” ტრადიციაც კი დავნერგეთ ^_^ ვწერდით შაირებს, სონეტებს (ლექტორი გვავალებდა ჩვენით არა:) ) მოკლედ ერთი სიტყვით კარგი მეგობრები ვიყავით. მე კვლავ ვიგრძენი ის სითბო და სიმხნევე რასაც ვგრძნობდი ჯავახიშვილის პირველ კურსზე ჩემს გოგოებთან დაახლოებისას. ბავშვობა დავიბრუნე და საშინლად მიხაროდა. მწარე რეალობის პრობლემები მე არ მეხებოდა უკვე. უნივერსიტეტი იყო ის ადგილი სადაც მისვლა მიხაროდა.
ყველაზე მეტად მიხაროდა, რომ ნანა იყო ჩემს გვერდით. ის ჭკვიანი და აქტიური ბავშვი იყო. უყვარდა ხელოვნება, მუსიკა. ბოლოსდაბოლოს HIMს უსმენდა. ეს არ იყო უბრალო დამთხვევა ეს იყო კარმა ^_^ მე მეგონა ჩემს მეორე სტუდენტობას ამ ბავშვთან ერთად გავატარებდი, მე მინდოდა რომ ეს ყოფილიყო ჩემი კარმა…..
11 იანვრის საღამოს სოციალური ქსელი ჰიროშიმას და ამერიკის გმობას დავუთმეთ მე და ნანამ. ცხარე კამათი გავმართეთ, ხალხი ავაფორიაქეთ. ჩვენ ცალკე სკუპეში ვჭორაობდით ერთ დღეს ამოსაწყვეტ კაცობრიობაზე ^_^ ბოლოს ღამის ორ საათზე ნანამ თავისი “true self” დაიბრუნა – მეცადინეობა უნდა დავიწყოო ვენის კონგრესი უნდა წავიკითხოო და დამტოვა. არ გავუშებდი რომ მცოდნოდა ეს ჩვენი ბოლო ჭორაობა იქნებოდა, მაგრამ არ ვიცოდი….
12იანვარს იაპონურის გამოცდა გვქონდა. შევუწუხეთ ნანას ტვინი. მან იროშიმაში დაღუპულთა პატივსაცემად 5წუთიანი სიჩუმეც კი მოგვთხოვა. მაგრამ ჩვენ ნანას იმედზე ვიყავით ამიტომ დავიკიდეთ ჰიროშიმა ^_^ გამოცდიდან დაღლილები მაგრამ გადასარევ განწყობაზე გამოვედით. წინ ბოლო გამოცდა გველოდა და უკვე მის თემებს ვიხილავდით.
იმ საღამოს და მეორე დღეს მეგობრებს ერთმანეთისთვის აღარ გვეცალა…. 13იანვარი მეცადინეობაში გავატარეთ. არც ძველით ახალი წელი გვახსოვდა, არც ერთმანეთი. დიპლომატიის ისტორიას მივუძღვენით საღამო…
დილით გამოცდის დაწყებიდან 15-20წუთის მერე უკვე შევატყვე, რომ რაღაც მაკლდა…. საკმაოდ დიდ და მოუხერხებელი ფორმის, სტუდენტებით სავსე აუდიტორიაში მე ნანა ვერ დავინახე… ერთი ორი ვიკითხე მეთქი ნანა სად არის მაგრამ პასუხი ვერავინ გამცა. 1 საათი არ იყო შესრულებული გამოცდიდან გამოვედი … პასუხი ისევ არავინ იცოდა ჩემს შეკითხვაზე. სოფოს გამოცდიდან გამოსვლის მომენტიდან იწყება ჩვენი პანიკა სახელწოდებით “ნანა სად არის”.
დილის პირველი საათიდან საღამოს 7-8 საათამდე ჩვენ ეს ვერ გავიგეთ. ჩემი ნება რომ ყოფილიყო ვარჩევდი საერთოდ არ გამეგო, მაგრამ მაინც დამირეკეს და მითხრეს… რა მოხდა ეხლაც არ ვიცი… ან რა აზრი აქვს მაგის ცოდნას მაგრამ მურტალი რამეა ადამიანის ფსიქოლოგია. გულზე მოეშვება ხოლმე მიზეზს რომ გაიგებს…
ჯერჯერობით გულზე დიდიიი ლოდი მაწევს. ის ძალიან მძიმეა და საშინლად ცივი. ვერაფერს გულს ვეღარ უდებ. აღარც სწავლა მინდა, აღარც რაიმეზე ოცნება. ადამიანი რომელიც ოცნებოდა იმაზე რაზეც მე ეხლა მიწაშია… მე არ მინდა მიწაში…
მას მანგა და ანიმე უყვარდა სახელად NANA… თავისი თავი იმ პერსონაჟში დაინახა მაინცდამაინც, რომელიც თავქარიანი, დაუნი და უბედური იყო. მე ვეჩხუბე ეგ არ ხარმეთქი მაგრამ მას თავისი მიზეზი ქონდა – ბავშვური და საყვარელი. მას დაგლეჯილი ძველი გაცვეთილი თოჯინა ყავდა სახელად ნინო რომელიც მაგიდაზე ესვა ხოლმე.
მომენატრება მისი ჭკვიანური სტატუსები სოციალურ ქსელში… მისი ყველაფრისადმი უზომო ინტერესი.. მისი სიყვარული და თავისებური ხედვა ხელოვნების… მისი ზრდილობა, სინაზე, მისი სიკეთე. ზოგჯერ ვეჩხუბებოდი ეგეთი კეთილი არ უნდა იყომეთქი. მე რომ ვინმეზე ვიტყოდი რაიმე სიავეს, რაც არ უნდა იგივენაირად ეფიქრა თქმით მაინც არ იტყოდა, უბრალოდ სახეზე ვატყობდი, შუბლზე ეწერებოდა, გამჭვირვალე იყო….
ის ზედმეტად perfect იყო ამ სამყაროსთვის. ზედმეტად….
პატარაობაში ვინმე რომ კვდებოდა, მეუბნებოდნენ ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა და თავისთან მიყავსო… ღმერთო ჩვენც გვინდა საუკეთესოები ჩვენთან და რა ვქნათ ეხლა როგორ მოვიქცეთ?!
23წლის ასაკში ვცდილობდი 19წლის ბავშვს შევჯიბრებოდი, მისთვის მიმებაძა. მიმებაძა ნატვრის ახდენისათვის მონდომებაში და შრომაში მაინც….
მე მიყვარდა ნანა

Sagol Elene….
sityvebi ar myofniss…. ubralod “chumi dumili”….
January 22, 2011 at 8:40 pm
ლიკოო ვკითხულობდი და ბენიერებას ვგრძნობდი:) რაღაც ძალიან სასიამოვნოდ გიწერია. ნანას ეს რომ წაეკითხა უსაზღვროდ ბედნიერი იქნებოდა. მე მიხარია ის, რომ მე და შენ მოვახერხეთ გაგვეცნო ნამდვილი ნანა, შეგვეღწია მის შეხედულებებში, ზუსტად გაგვეგო ის თუ რა უყვარდა და რა არა და როცა საჭირო გახდა მისი სურვილისამებრ მოვქცეულიყავით. ამ საშინელი და მძიმე დღეების განმავლობაში მარტო შენგან ვგრძნობდი იმას, რომ მარტო არ ვიყავი. შეიძლება ვიღაცეები მწერდნენ და მამშვიდებდნენ, ზოგს კარგადაც გამოდიოდა და ყველაფერ ამისთვის მადლობა იმათ. მაგრამ შენთან ვპოულობდი საერთო ტკივილს, იმიტომ რომ როგორც აღმოჩნდა მარტო შენ იცნობდი იმ ნანას ვისაც მე. ახლა ის უკვე აღარ არის, ჩვენ ვერაფერს შევცვლით, მაგრამ ახლა სულს მხოლოდ ის მიწიწკნის რომ ვერ გავიგე რამ გამოიწვია მისი სიკვდილი, რამ წაიყვანა ის ჩვენგან ასე ადრე, როცა ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან გვჭირდებოდა…
January 22, 2011 at 10:24 pm
მე ვიცი, ახლა რასაც გრძნობ.. ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი..
მართლაც ღმერთს თავისთვის საუკეთესოები უნდა.. : ((
February 18, 2011 at 10:12 am