ქალი
არა იმიტომ რომ ქალი ვარ ანდა იმიტომ რომ ფემინისტი ვარ არც იმიტომ რომ ნარცისი ვარ და მიტუმეტეს იმიტომ არა რომ ბი ვარ მაგრამ რა ვქნა არ შემიძლია არ ვთქვა რომ ქალზე უნიკალური არსება ცოცხალი ორგანიზმების სამყაროში არ არსებობს. დარწმუნებული ვარ ქალი ღმერთისთვის ყველაზე საყვარელი და ძვირფასი საკოლექციო ექსპონატია.
მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიაში წერია ღმერთმა ქალი იმიტომ შექმნა რომ კაცი მოწყენილი არ ყოფილიყოო სინამდვილეში ქალები უფრო კარგად ვერთობით მამაკაცებით ვიდრე ისინი ჩვენით. ნუ ეს ალბათ იმიტომ, რომ ბიბლია კაცის დაწერილია და ღმერთიც კაცია ალბათ ^_^
ქალებს ნაკლებად გვიყვარს ჩვენს პრივილეგიებზე და უპირატესობებე საუაბრი (კაცებისგან განსხვავებით) იმიტომ რომ უფრო მეტად ვართ საკუთარ თავში დარწმუნებულები და არ გვიყვარს ციცინათელებივით ნათება. ჯუნგლების კანონია რაც უფრო გამოირჩევი გარემოში მით უფრო ადვილი შესამჩნევი ხარ მტაცებლებისთვის ^_^ მაგრამ ფემინისტები ესე არ ფიქრობენ. მათთვის არ იყო საკმარისი ხმის უფლების და პროფესიის არჩევის თავისუფლების მოპოვება და მეტი მოითხოვეს. ფიქრობენ რომ იჩაგრებიან და დაცვა სჭირდებათ სახელმწიფოსგან >_< ხოდა ეს ყველაფერი იმის გამო დავწერე რომ მეთქვა: დღეს 8 მარტია ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე ^_^
საქართველოშ ეს დღე საერთოდ რატომ აღინიშნება არ ვიცი ხომ გვაქვს დედის დღე ქართველებისთვის ქალი და დედა ერთი ცნებაა და დღესასწაულები რატომ განაცალკევეს ვერ ვხვდები თუმცა არც ესაა რთული მისახვედრი, რადგან საქართველოშ კვირაში 6 დღე დასვენების დღეებია და ერთიც კვირაა ანუ ისევ დასვენების დღე >_> მერე ეკონომიკა რა დღეშიაო წუწუნებს ხალხი ^_^
მოკლედ იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოში ქალები არც ისე დაჩაგრულები არიან. საერთოდაც ქართველებს ყველაზე უნიკალური ქალები ვყავდნენ ოდითგანვე. ქართველი ქალი არაფრით ჩამოუვარდებოდა სპარტელ ქალს. ერთმა არაჩვეულებრივმ პიროვნებამ მითხრა ერთხელ “ქართველი ქალი ძუძუს იჭრიდა, რომ ხმლის მოქნევაში ხელი არ შეშლოდაო”. კაცი რომ ბრძოლის ველზე მიდიოდა ქალი რჩებოდა კაციც და ქალიც ოჯახში. მას თოხიც უნდა ჭეროდა ხელში და იარაღიც, რომ ოჯახი და კარმიდამო დაეცვა. ქალის სიმბოლო ვეფხვი იყო. ვეფხისტყოსანში ქალი ნაზი სულაც არ არის დახატული. ის აგრესიული, სექსუალური და ცეცხლოვანია. ის არ ტირის და დეპრესიული სულაც არ არის. და რაც მთავარია კაცით იატაკს წმინდავს (სამაგიეროდ კაცები სულ ტირიან:) ). მოკლედ ქართველი ქალის ხატი წარსულში მე ძალიან მომწონს და აღმაფრთოვანებს. მაგრამ მერე მოვიდნენ რუსები და წაგვიყვანეს ევროპაში. და აჰა თქვენ ევროპა. ჩაიცვეს ფუშფუშა კაბები, გაირჭვეს პაპიროსი პირში და დაიწყეს ჩაის და ყავის სმა
ნუ ეს ხუმრობით რათქმაუნდა. მაგრამ შეცვლით მართლა შეიცვალა ქართველი ქალი 19-20 საუკუნეში. თან იმდენადაც ვერ შეიცვალა მთლად რუსი და ევროპელი გამხდარიყო რადგან გენი და სისხლი თავისას შვებოდა გულით ის მებრძოლი რჩებოდა. ევროპამ და რუსეთმა კი ოჯახის კულტი შემოიტანა. ქალი სამზარეულოში სწორედ მაგათმა ჩაუნერგეს ქართველ ქალებს და მოხდა უბედურება: ქართველი ქალი გიხლიჩა დანაკუწდა და მერე არასწორად შეერთდა ^_^ მივიღეთ შედეგად ოჯახის დიასახლისი მებრძოლი ბუნებით
ფქვილშ ამოსვრილი ხელებით დაჯდება ქართველი დიასახლისი ტელევიზორთან და სერიალების შემყურე შესტირის დაკარგულ ახალგაზრდობას და თავისუფლებას თითქოს ვინმემ რამე დააძალა. ქალებს ისაც კი დაავიწყდათ როგორ უნდა უყვარდეთ, რადგან ქართველ ქალს კაცი “საგმირო საქმეებისთვის” უყვარდებოდა და ეხლა ევროპულ ყაიდაზე გადასულს კარგი ქმარი და მამა სჭირდება. მოძებნის ეგეთს მაგრამ არ აკმაყოფილებს ეგეთი, მერე აბრალებს ათას სისულელეს თავის უკმაყოფილებას და ორგაზმის განუცდელად ასრულებს თავის ხანმოკლე ცხოვრებას
ეს ცოტა სევდიანად გამომივიდა მაგრამ რეალობა მწარეა რას ვიზამთ
ხოდა ამ 8 მარტს გამახსენდა ქალების მთელი უნიკალურობა განსაკუთრებით კი ქართველი ქალების და გული დამწყდა რატომ არ ვცხოვრობდი თამარ მეფის დროს ^_^
ეხლა კი ისღა დამრჩენია გავირჭო პირში პაპიროსი და კაცების წინააღმდეგ ბრძოლა გავაგრძელო იმ უფლებებისთვის, რომელიც ქართველი ქალებისთვის არც არავის წაურთმევია, მაგრამ ევროპის გავლენით ჩვენც ფემინისტობა მოგვინდა და იმ პრობლემებზე ვდარდობთ, რაც საერთოდ არ არსებობს საქართველოში.
8 მარტს გილოცავთ ქალებო <3

chemi Theme
8 marti qalta uflebebis dacvis dgea da ara margalitebis da yochivardebis ©
March 8, 2011 at 9:24 am
hell yeah
March 8, 2011 at 9:50 am
Lico, amaze magari posti qartul blog sivrceshi, I swear, rom ar tsamikitxavs.
dzalian magari emociit datvirtuli iko, Arigatou nee!
<3 <3 <3
March 8, 2011 at 10:01 am
nya :3 arigatou neee-chyan <3 love ya <3
March 8, 2011 at 10:24 am
საინტერესო და კარგი პოსტი იყო ძალიან. ^^
March 8, 2011 at 4:07 pm
მადლობა დიდი ^_^
March 8, 2011 at 4:36 pm
ყოჩაღ შენ!..
)
March 8, 2011 at 6:09 pm