ჩემი დიპლომი
დიდი ხანია არაფერი დამიწერია ამ საცოდავ ბლოგზე რომისთვისაც საერთოდ ვერ ვიცლი არადა წარმოდგენა არ გაქვთ როგორ მიყვარს წერა ^_^ ხოდა ეხლა გადავწყვიტე იმ ერთ-ერთი მიზეზის შესახებ დავწერო რომელიც იწვევს ჩემს მოუცლელობას…
წელს მაგისტრატურას ვამთავრებ და შესაბამისად დიპლომი მაქვს გასაკეთებელი. ბავშვობაში ეს ფრაზა რომ მესმოდა ხოლმე ვერ ვხვდებოდი რას ნიშნავდა დიპლომის კეთება რადგან მეგონა ეს უბრალოდ ფურცელი იყო რომელზეც ეწერა დიპლომი გადაეცა ამსა და ამას და მორჩა… თურმე სად ვბანაობდი
მოკლედ თვალები დავითხარე ინერნეტში მასალის ქექვით და ტვინი მეჭყლიტება ფიქრისაგან და დაგეგმვებისაგან. აღარაფერს ვამბობ იმაზე ფიქრზე საიდან მოვიპოვო ის რესურსები რომელიც მჭირდება ამ დამპალი დიპლომის გასაკეთებლად იმიტომ რომ ეს საქართველოა და ბიბლიოთეკა კი არა მაღაზიაში ვერ იყიდი ნორმალურ წიგნს ერთადერთი წყარო ინტერნეტი და ფასიანი საიტებია რომლის ფულიც მე არ მაქვს
რა ვქნა ერთი საცოდავი თესეუს სტუდენტი ვარ
ეს რაც შეეხებოდა ჩემს საცოდაობას
რაც შეეხება კარგ მხარეს ამ ყველაფრის ის არის რომ როგორც იქნა ვაკეთებ იმას და მხოლოდ იმას რაც მე მაინტერესებს მომწონს და მახარებს ^_^ ჩემი დიპლომის თემაა:
აღმოსავლური და დასავლური კულტურების შრომის ორგანიზაციის შედარებითი ანალიზი და ქართულ კულტურაში შრომის ორგანიზაციის პრიორიტეტული ფორმების ჩამოყალიბება.
ვუჰუუ ამას თქვენ კი არა მეც ვერ ვიმახსოვრებ თუმცა თქვენგან განსხვავებით მესმის მაინც რა არის
ნუ მარტივი ენით რომ ავხსნა ვცდილობ შევქმნა საქართველოსთვის იდეალური შრომის ორგანიზების მოდელი. შრომის ორგანიზებაში იგულისხმება ყველაფერი რაც ორგანიზაციაში პერსონალის მართვას ეხება იქნება ეს შერჩევა-დაქირავება, ტრენინგები, წახალისების სისტემები, ანაზღაურება და ა.შ. და ა.შ. მოკლედ ყველაფერი
რატომ ვცდილობ ამას? იმიტომ რომ საქართველოშ მსგავსი არაფერი არსებობს. ყველა ორგანიზაციაში ის ხდება რისი საშუალებაც აქვთ ადამიანური რესურსების მენეჯერებს; იქნება ეს ცოდნა მიღებული საქართველოში, საზღვარგარეთ თუ ის რის უფლებასაც აძლევს მას ხელმძღვანელობა
თუმცა ამ შეზღუდულ რესურსებსაც არ იყენებენ ბოლომდე სამწუხაროდ ეს კი მხოლოდ და მხოლოდ ქართული სიზარმაცის ამბავია. ცოდნას რაც შეეხება საქართველოშ მსგავს ცოდნას მხოლოდ ჯავახიშვილში მიიღებ ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და უდიდესი დანაშაულია ჩემის აზრით კავკასიის უნივერსიტეტის და აწ უკვე თავისუფალი უნივერსიტეტის მენეჯმენტის ფაკულტეტის კურსდამთავრებულები რომ აყავთ მსგავს თანამდებობაზე. რაც შეეხება საზღვარგარეთ მიღებულ ცოდნას რაც მსგავსია საქართველოშ მიღებული ცოდნის უბრალოდ ხარისხია განსხვავებული ის მხოლოდ ერთგვაროვანია ანუ დასავლური თეორიების დასწავლას გულისხმობს. შედეგად პრაქტიკაში მისი პირდაპირი გამოყენება არის ის პრობლემა რამაც ადამაწყვეტინა მე დიპლომის თემა.
ჩვენ არ ვართ ევროპა, ჩვენ არ ვართ აზია, ჩენ ვართ საქართველო
ძალიან პატრიოტულად კი ჟღერს მაგრამ სინამდვილეში უამრავი პრობლემა მოჰყვება ამ ფრაზას
ჩვენ ვართ ევრაზიის გასაყარზე მდებარე პოსტსაბჭოური განვითარებადი ქვეყანა და თქვენ წარმოდგენაც არ გაქვთ რამხელა სირთულე დევს ამ დახასიათებაში ჩვენი საყვარელი ქვეყნის. ხოდა მოკლედ მე გადავწყვიტე დავეხმარო ჩემს ქეყანას და შევუდექი საქმეს. ავიღე დასავლური და აღმოსავლური კვლევები, ანუ რა სირთულეებია ამ მხარეებში, როგორ წყვეტენ ამ სირთულეებს, რა მეთოდებს იყენებენ, რას უნდათ რომ მიაღწიონ, ვის ბაძავენ ვის არ ბაძავენ და ა.შ. მოკლედ ყველაფერი შრომის ორგანიზების შესახებ. დასავლეთის ქვეყნებიდან ავიღე შტატები და ბრიტანეთი (ზოგჯერ გერმანიით ვცვლი) ხოლო აღმოსავლეთიდან რაღათქმაუნდა იაპონია
გადავწყვიტე ამ სამ ქვეყანას შევადარო ჩემი ქვეყანა, რათქმაუნდა ორგანიზაციული ფსიქოლოგიის თვალსაზრისით და შემდეგ შევკრა ერთი მოდელი, რომელიც ყველაზე ადეკვატური იქნება საქათველოსთვის,ანუ ამოვკრიბო ყველაფერი ჩვენთვის კარგი ამ სამი ქვეყნის მოდელებიდან და მოვახმარო ჩვენ ქვეყანას.
ამას აკეთებდნენ საუკუნეების მანძილზე ევრპაც და აზიაც და ჩვენი დროც დადგა. არ შეიძლება მხოლოდ დასავლეთს უყურო იმიტომ რომ გინდა რომ ევროპას ეკუთვნოდე და არ შეიძლება მხოლოდ აზიას უყურო იმიტომ რომ ინდური ფილმები და იაპონური ტექნიკა მოგწონს და გინდა ეგეთი გქონდეს შენც. მთავარია იცოდე შენ ვინ ხარ და შენ ქვეყანას და ხალხს რა სჭირდება და აი მერე დაეტყობა პროგრესი ჩვენს ქვეყანას და მერე დავემსგავსებით რამეს და იქნებ იაპონიასავით მისაბაძი მაგალითიც გავხდეთ სხვა დიდი ქვეყნებისათვის.
ალბათ ფიქრობთ ერთმა საცოდავმა ჯავახიშვილის სტუდენტმა თავისი ტილიანი დიპლომით რა უნდა ქნასო. ზოგი იტყვის ამ მთავრობის ხელშ არაფერი გვეშელებაო, ზოგი ხალხს დააბრალებს რამეს. რათქმაუნდა მე მარტო ვერაფერს ვიზამ მაგრამ სამაგიეროდ მე მყვანან ადამიანები გვერდით რომლებიც ჩემნაირად აზროვნებენ ზუსტად და ჩემნაირად შესტკივათ ამ ქვეყანაზე გული. სწორედ მათი დახმარებით ვაპირებ რამე მნიშვნელოვანს მივაღწიო ჩემი პროფესიის მეშვეობით რადგან იაპონიამ სწორედ ადამიანური რესურსებით დაიწყო თავისი აღორძინება და დროა ჩვენც მივხედოთ ამ სფეროს:)
თქვენ არ ვიცი და მე ამ პოსტით მოტივაცია მოვიმატე და ენერგია დამიბრუნდა კვლავ შევძვრე ჩემს ლეპტოპში და გავაგრძელო ჩემთვის ძალიან დიდ და მნიშნელოვნ საქმეზე მუშაობა
დროებით :*